„პარი სენ-ჟერმენი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას „არსენალის“ მცველის, ეკტორ ბელერინის გადაბირებას ეცდება - გვამცნობს CBS Sports.
წყაროს ინფორმაციით, ფეხბურთელს სხვა კლუბში სურს ძალების მოსინჯვა. ამისდაკვალად, ევროპის რამდენიმე კლუბმა გამოხატა მისი შეძენის სურვილი, მათ შორისაა პსჟ-იც.
ბელერინი „ლა მასიას“ („ბარსელონას“ აკადემია) აღზრდილია. „არსენალმა“ ის 2011 წელს 16 წლისა იყიდა 500 ათას ევროდ. ლონდონურ კლუბთან ესპანელს კონტრაქტის ვადა 2023 წლის 30 ივნისს ეწურება.
პორტალ Transfermarkt-ის ვარაუდით, ეკტორის სავარაუდო სატარნსფერო ღირებულება 28 მილიონი ევროა.