ჩოგბურთი

1:24 | 23.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი მონპელიეს ტურნირის პირველ წრეში ფრანგ მეტოქეს შეხვდება

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მონპელიეს ტურნირის პირველ წრეში მასპინძელ გრეგორი ბარერეს გაეჯიბრება. ფრანგმა ჩოგბურთელმა ძირითად ბადეში თამაშის უფლება საკვალიფიკაციო ტურნირზე გამარჯვების შედეგად მოიპოვა.

ნიკოლოზი ATP-ის რეიტინგში მე-40 ადგილზეა, ხოლო მისი მომავალი მეტოქე 113-ე პოზიციას იკავებს. ისინი ერთმანეთს აქამდე ერთადერთხელ, 2016 წელს მეცის ტურნირზე შეხვდნენ და ბასილაშვილმა დაძაბულ ბრძოლაში სამ სეტში იმარჯვა.

მონპელიეს ტურნირზე ნიკოლოზს სწორედ 2016 წელს აქვს ერთადერთხელ ნათამაშები და მაშინ ასპარეზობას პირველივე წრეში გამოეთიშა.

ბასილაშვილი ბარერეს ბარიერის დაძლევის შემთხვევაში მეორე წრეში ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ რობერტო ბაუტისტა აგუტს დაუპირისპირდება. ქართველი ჩოგბურთელი ბარერეს 24 თებერვალს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114175