ფეხბურთი

17:34 | 22.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

საოცარი კურიოზი მექსიკაში: მსაჯმა მცველის ფუნქცია შეითავსა და ცარიელი კარიდან ბურთი გამოიტანა (+VIDEO)

მექსიკის ჩემპიონატში უჩვეულო კურიოზი მოხდა. „კრუს ასულისა“ და „ტოლუკას“ შეხვედრის 36-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 2:0-ს იგებდნენ, სტუმრები გოლისგან მსაჯმა, ოსკარ მასიასმა იხსნა.

როგორ? „კრუს ასულის“ ფეხბურთელი ცარიელ კარში ურტყამდა, მაგრამ ბურთი მსაჯს მოხვდა, რომელიც აბსულუტურად არასწორ პოზიციაზე იდგა და „ტოლუკა“ გოლისგან იხნსა...

პირველ ტაიმში მოვლენები ისე განვითარდა, რომ „ტოლუკამ“ 44-ე და 45-ე წუთებზე ორი გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ მეორე ტაიმში „კრუს ასულმა“ გამარჯვების გოლის გატანა მაინც მოახერხა, თორემ მასიასს რა ბედი ელოდა, არავინ იცის...

0.118361