კალათბურთი

17:00 | 21.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

იგორ კოკოშკოვს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა

სტამბოლის „ფენერბახჩესა“ და სერბეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელ იგო კოკოშკოვს ქართული კალათბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა.

„დიდ მადლობას ვუხდით ბატონ იგორ კოკოშკოვს, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გაწეული შრომისათვის“, - ნათქვამია საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, იგორ კოკოშკოვი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2008-2015 წლებში მუშაობდა და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გუნდი ზედიზედ სამჯერ, 2011, 2013 და 2015 წლებში ათამაშა.

0.127326