ფეხბურთი

11:49 | 21.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

იურგენ კლოპი: "ერთი შეცდომის გამო დავისაჯეთ"

ინგლისის პრემიერლიგის 25-ე ტურში „ლივერპულმა“ საკუთარ მოედანზე „ევერტონთან“ 0:2 წააგო. დერბი „წითლებმა“ „ენფილდ როუდზე“ 1999 წლის შემდეგ პირველად წააგეს, იურგენ კლოპმა კი ეს ერთ შეცდომას დააბრალა.

„რაც მთავარია, უნდა ვაღიაროთ, რომ მათ 2 გოლი გაიტანეს და ჩვენ არა. საკმარისი მომენტები შევქმენით, მაგრამ სათანადოდ ვერ დავასრულეთ. მეტოქეს კარგად ვაკონტროლებდით, თუმცა, ერთი შეცდომის გამო დაგვსაჯეს. მათ 10 შეცდომის დაშვება შეეძლოთ, მაგრამ ჩვენ ვერ დავსჯიდით“, - თქვა კლოპმა.

შეგახსენეთ, „ლივერპულმა“ პრემიერლიგაში ზედიზედ მეოთხე თამაში წააგო, ისევე როგორც „ენფილდ როუდზე“. შინ „წითლებს“ ასეთი საშინელი სერია ბოლოს 1923 წელს, 98 წლის წინ ჰქონდათ! იურგენ კლოპის გუნდი სატურნირო ცხრილში 40 ქულით მხოლოდ მეექვსე ადგილზეა და წელს ჩემპიონთა ლიგის ზონაში თუ შევა, კმაყოფილი უნდა იყოს.

0.113877