ფეხბურთი

2:34 | 21.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

„რეალი“ ლიდერს ეპარება

„რეალმა“ ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზიმა პრიმერაში და ლიდერ „ატლეტიკოს“ სამი ქულითღა ჩამორჩება. თუმცა, დიეგო სიმეონეს გუნდს ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

„ვალიადოლიდთან“ „სამეფო კლუბს“ არ გასჭირვებია, თუმცა მასპინძლები დროდადრო კბილებს აჩენდნენ და სახიფათოდ კბენდნენ ზიდანის ბიჭებს. ტიბო კურტუა შეუვალი იყო. რეალელებიც ცდილობდნენ შეტევას, მაგრამ ხშირად ხვდებოდნენ თამაშგარე მდგომარეობაში. ერთადერთი გოლი სტანდრტულ სიტუაციას მოჰყვა, როცა კროოსის ჩაწოდებულ ბურთს კაზემირომ მიუჩინა ხორდი მასილის კარში ადგილი. ამის სემდეგ „რეალმა“ თამაში „გააშრო“ და მასპინძლებს მომენტიც არ შეაქმნევინა.

ლიდერი „ატლეტიკო“ კი ბოლო დროს ვეღარ ყოჩაღობს. ამჯერად შინ საშუალო „ლევანტესთან“ დამარცხდა 0:2.

„ლევანტეს“ 2005 წლის შემდე3გ აღარ აეღო ქულები სტუმრად „ატლეტიკოსთან“ და აი, ეს სამწუხარო ტრადიცია დაარღვია. სტუმრებს დასაწყისშივე ჰქონდათ რამდენიმე მომენტი. ანგარიში კი ნახევარი საათის თავზე გახსნეს, გოლი ხოსე ლუის მორალესმა გაიტანა.

მერე „ატლეტიკო“ ფლობდა ტერიტორიულ უპირატესიბას, მაგრამ საგოლე სიტუაციებამდე საქმე არ მიდიოდა.

შესვენების შემდეგ სურათი შეიცვალა და სტუმრებს ანგარიშის შესანარჩუნებლად დიდი ჯაფა დაადგათ. 58-ე წუთზე ლუის სუარესის ჯარიმიდან გასროლილი ბურთი ძელს მოხვდა. მერე ჟოაუ ფელიშს შეექმნა რადენიმე ხელსაყრელი მომენტი, მაგრამ ბურთი კარში არ მიდიოდა.

საქმე იქამდე მივიდა, რომ ბოლო წუთზე მადრიდელთა მეკარე ობლაკიც კი გაიქცა მეტოქის საჯარიმოში თავისიანების საშველად, მაგრამ მასპინძლებს შეტევაში რაღაც არ გამოუვიდათ და დე ფრუტოსმა შორიდან გაიტანა მეორე გოლი ცარიელ კარში.

ათკაციანი „სელტა“ „ვალენსიასთან“ თითქმის ბოლომდე იბრძოდა ვაჟკაცურად, მათი მეკარე ბლანკო 64-ე წუთზე გააძევეს. მაგრამ მსაჯმა შეხვედრას 8 წუთი დაამატა და ეს „ვალენსიასთვის“ საკმარისი გამოდგა ორი უპასუხო გოლის გასატანად.

ესპანეთი

პრიმერა. 24-ე ტური. 20 თებერვალი

ატლეტიკო - ლევანტე 0:2

მადრიდი. „ვანდა მეტროპოლიტანო“

ატლეტიკო: ობლაკი, ფელიპე, ხიმენესი (ლემარი 54), ერმოსო, ლიორენტე, ლოდი, კონდოგბია (ტორეირა 61), კორეა (სანჩესი 61), ხორხე კოკე (დემბელე 74), ფელიში, სუარესი

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

ლევანტე: კარდენასი, ვეზუ, დუარტე, პიერი, ტონიო (კლერკი 71), ანდუხარ კოკე (სონი 71), მალსა, ბარდჰი, როჩინა (დე ფრუტოსი 62), მორალესი (ვუკჩევიჩი 80), ლეონი (გომესი 62)

მწვრთნელი: პაკო ლოპესი

მსაჯი: მელერო ლოპესი

გაფრთხილება: ხორხე კოკე (70), ლემარი (70); ვეზუ (36), კარდენასი (69), პიერი (90+1)

ვალიადოლიდი - რეალი 0:1

ვალიადოლოდი. „ხოსე სორილია“

0:1 კაზემირო (65)

ვალიადოლიდი: მასიპი, ნაჩო, გონსალესი, ფერნანდესი, პერესი, მესა (კოდრო 73), ალკარასი (ფედე 84), ორელიანა, კიკე (პლანო 84), იანკო (ჟოტა 61), სერხი გვარდიოლა (ვაისმანი 73)

მწვრთნელი: სერხიო

რეალი: კურტუა, მენდი, ნაჩო, ვარანი, ვასკესი, მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი, ვინისიუსი (ისკო 66), ასენსიო (არიბასი 66), დიასი (დურო 66)

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

მსაჯი: კუადრა ფერნანდესი

გაფრთხილება: ალკარასი (60), ნაჩო (71), ორელიანა (76), პლანო (85); ვასკესი (69), არიბასი (78)

ვალენსია - სელტა 2:0

1:0 ვალიეხო (90+4), 2:0 გამეირო (90+8)

გაძევება: ბლანკო (64) - სელტა

ელჩე - ეიბარი 1:0

1:0 კალვო (33)

0.108384