იტალიური სერია А-ს 23-ე ტურის მატჩში „ლაციომ“ „სამპდორიას“ უმასპინძლა და ესპანელი ლუის ალბერტოს გოლით 1:0 დაამარცხა.
ამ გამარჯვების შემდეგ „არწივებმა“ 43 ქულა მოაგროვეს და მეოთხე ადგილზე დადგნენ, საიდანაც მოქმედი ჩემპიონი, „იუვენტუსი“ ჩაანაცვლეს (42 ქულა). თუმცა, ტურინელებს ორი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული. 22 თებერვალს კი „კროტონეს“ უმასპინძლებენ