საფრანგეთის ლიგა 1-ის 26-ე ტურის, „მონაკოსთან“ მატჩის წინ, „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მათი ტრავმირებული ბრაზილიელი ვარსკვლავი, ნეიმარი არც ამჯერად ითამაშებს.
„ნეიმარის დაბრუნება კონკრეტულ მატჩზე არ არის დამოკიდებული. ის ჩვენი ექიმების მიერ დადგენილი სპეციალური გეგმის მიხედვით გადის სარეაბილიტაციო პერიოდს. ასევე გაგრძელდება ახლო მიმავალში. კლუბი უპირველესად ფეხბურთელების ჯანმრთელობაზე ფიქრობს. ამიტომ, ნეიმარი მინდორზე გავა მაშინ, როცა მზად იქნება. გუნდის შედეგები არ იმოქმედებს მის დაბრუნებაზე“ - ციტირებს არგენტინელი სპეციალისტის სიტყვებს პსჟ-ის პრესსამსახური.
შეგახსენებთ, რომ 29 წლის ნეიმარს 10 თებერვლის შემდეგ არ უთამაშია. ის „კანის“ წინააღმდეგ (1:0) ქვეყნის თასის მატჩში დაშავდა.