სხვა

18:12 | 20.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

წყალბურთი: საქართველო ნიდერლანდებთან დამარცხდა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა როტერდამში მიმდინარე ტოკიოს ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირში მეხუთე-მერვე ადგილების ნახევარფინალში მასპინძელ ნიდერლანდებთან მორიგი მატჩი გამართა.

მოგეხსენებათ, დეიან სტანოევიჩის გუნდმა გუშინ მეოთხედფინალში ხორვატიასთან წაგებით (6:15) ოლიმპაიდაზე გასვლის შანსი დაკარგა და ნიდერლანდებთან შეხვედრას ფორმალური სახე ჰქონდა.

მასპინძლებმა პირველივე ტაიმში შეძლეს უპირატესობის მოპოვება, რომელიც თამაშის ბოლომდე შეინარჩუნეს. საქართველოს ნაკრებს შეეძლო ბოლო პერიოდში თამაშის გადარჩენა, მაგრამ რამდენიმე შეტევა ვერ გამოიყენა და საბოლოოდ, 11:14 დამარცხდა. ამრიგად, მეხუთე ადგილზე გასვლის შანსი დაკარგა და ხვალ მეშვიდე ადგილისთვის საფრანგეთისა და კანადის წყვილში დამარცხებულს შეხვდება.

ნიდერლანდები - საქართველო 14:11 (4:1, 4:3, 3:4, 3:3)

საქართველო: რაზმაძე, შუბლაძე, ქავთარაძე, დადვანი (1 გოლი), იმნაიშვილი, ბითაძე (1), იელაჩა (2), ჯახაია (3), შუშიაშვილი, ელეზი (2),მაგრაქველიძე (2), ბარალდი, ვაპენსკი, შუბლაძე

0.116094