ჩოგბურთი

15:38 | 19.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

დანილ მედვედევი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალშია

ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დანილ მედვედევი გავიდა. რუსმა ჩოგბურთელმა ნახევარფინალურ დაპირისპირებაში სტეფანოს ციციპასს სამ სეტში 6:4, 6:2, 7:5 სძლია.

მედვედევი მთელი თამაშის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდა, გამონაკლისი მხოლოდ მესამე სეტი გამოდგა, როდესაც ბერძენს ანგარიშის შემცირება და თამაშში დარჩენა შეეძლო, თუმცა საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა და მაინც დამარცხდა. დანილს 17 ეისი მოაწოდა და 2 ორმაგი შეცდომა დაუიშვა, მის მეტოქეს კი მხოლოდ 3 ეისი და ამდენიმე ორმაგი შეცდომა ჰქონდა.

მედვედევი ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდება. სერბი ამ წყვილში უდავო ფავორიტად მიიჩნევა და ეცდება მიმდინარე წელს ზედიზედ მეცხრე დაპირისპირებაში იმარჯვოს. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ თუ "ნოლემ" ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო, ეს მისი მე-18 ტიტული იქნება დიდი სლემის ტურნირებზე. რაც შეეხება რუს სპორტსმენს - ის აღნიშნული ტურნირის ფინალში პირველად იასპარეზებს.

დანილ მედვედევი - სტეფანოს ციციპასი 3:0 (6:4, 6:2, 7:5)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114034