კალათბურთი

13:59 | 19.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

All Star-ის ხუთეულები და კაპიტნები ცნობილია

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ 2021 წლის ოლ სტარის” სასტარტო შემადგენლობები დაასახელა. ამ დიდ სანახაობაზე თავის გავლენა კორონავირუსმაც იქონია, რადგან პანდემიის გამო ის 2 დღის ნაცვლად, მხოლოდ ერთ დღეში ჩატარდება.

ყველაზე მეტი ხმა გულშემატკივართაგან ლებრონ ჯეიმსმა და კევინ დურანტმა მიიღეს. გამომდინარე აქიდან გუნდებსაც სწორედ ეს 2 კალათბურთელი გაიყოფს.

დასავლეთ კონფერენციის გუნდს „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ლიდერი ლებრონ ჯეიმსი უკაპიტნებს. 36 წლის მსუბუქი ფორვარდი პირველი კალათბურთელი გახდა, რომელიც “ყველა ვარსკვლავთა მატჩზე“ ზედიზედ მე-17-ედ ითამაშებს. ყველაზე მეტი - 19 მაჩი აქვს ჩატარებული კარიმ აბდულ ჯაბარს, მეორე ადგილზე კი კობი ბრაიანტია 18 ჩატარებული შეხვედრით.

ლებრინის ხუთეულში სტეფ კარი, ლუკა დონჩიჩი, ნიკოლა იოკიჩი და კავაი ლეონარდი მოხვდნენ.

აღმოსავლეთ კონფერენციას კი „ბრუკლინ ნეტსის“ ვარსკვლავი კევინ დურანტი უკაპიტნებს. 29 წლის ამერიკელი იანის ანტეტოკუნმპოსთან, ბრედლი ბილთან, ჯოელ ემბიდთან და კაირი ირვინგთან ერთად ითამაშებს.

ოლ სტარი” 7 მარტს ატლანტის "სტეიტ ფარმ არენაზე" შედგება და თამაშის გარდა, უნარებში შეჯიბრსაც ვიხილავთ.

0.126355