ფეხბურთი

1:31 | 19.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

"გენტის" მწვრთნელი ჩაკვეტაძეზე: "ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებენ და ეს სიტუაცია მისი გარემოცვიდან მოდის"

ბელგიური „გენტის“ მთავარმა მწვრთნელმა ჰეინ ვან ჰაეზბრუკმა გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა. მოგეხსენებათ, ქართველმა ფეხბურთელმა რამდენიმე დღის წინ 21-წლამდე გუნდში „მუსკრონთან“ 45 წუთი ითამაშა და გოლიც გაიტანა.

ბელგიელი სპეციალისტი იმედოვნებს, რომ მიმდინარე სეზონში ჩაკვეტაძე მოედანზე გასვლას კიდევ შეძლებს. გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა გიორგის გარემოცვას და მათგან წამოსულ აჟიოტაჟზე, თუმცა, კონკრეტულად რა იგულისხმა, არ დაუკონკრეტებია.

„ეს მხოლოდ დასაწყისია. ის დიდი ხნის განმავლობაში იყო უთამაშებელი და ეს ფეხბურთელზე დიდ ცვლილებას ახდენს. ჯერჯერობით პირველი თამაშის შემდეგ ტრავმას არ შეუწუხებია და უარყოფითი რეაქცია არ ჰქონია, ვიმედოვნებთ, რომ ამ სეზონში საქმეში კიდევ ვიხილავთ.

პირადად მისთვის 21-წლამდე გუნდში თამაში კარგი იყო, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ამ ტრავმის ეჭვების გამო ძალიან დიდი აურზაური იყო. მის გარშემო ხალხი საკმაოდ გაზვიადებულად იქცევა და ისინი ყველას და ყველაფერს ეჭვით უყურებენ. ამის მიუხედავად, საქმე წესრიგში მაინც მოვიყვანეთ, მაგრამ დიახ, ეს სიტუაცია ძირითადად მისი გარემოცვიდან მოდის“, - თქვა ვან ჰაეზბრუკმა.

შეგახსენებთ, გიორგი ჩაკვეტაძეს მიმდინარე სეზონში მხოლოდ 4 მატჩი აქვს ჩატარებული და გოლი არ გაუტანია. ბოლოს მან ოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობა ოქტომბრის დასაწყისში მიიღო.

0.115192