საბერძნეთის ჩემპიონატში ბაჩანა არაბულმა გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელის „ლამიამ“ გასვლაზე „აპოლონ სმირნისი“ 1:0 დაამარცხა და ძალზე მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.
ეს არაბულის დამსახურებაა, რადგან 27 წლის ჩვენებურმა 32-ე წუთზე მეტოქის კარში ერთადერთი გოლი გაიტანა. მან ამის გაკეთება პენალტით მოახერხა. არაბული 73-ე წუთზე შეცვალეს.
მიმდინარე სეზონში ქართველ შემტევს საბერძნეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 17 თამაშში 3 გოლი აქვს გატანილი (ორი პენალტი და ერთი მაკრატელა). „ლამიამ“ 15 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში ერთი საფეხურით დაწინაურდა, ახლა მე-12 ადგილზეა.