ჩოგბურთი

15:57 | 18.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალშია

ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი გავიდა ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი გავიდა. სერბი ჩოგბურთელი ნახევარფინალში ასლან კარაცევს დაუპირისპირდა და მეტოქე სამ სეტში 6:3, 6:4, 6:2 დაამარცხა.

თამაში საათი და 55 წუთი გაგრძელდა და ჯოკოვიჩმა რუსს სპორტსმენს არანაირი შანსი დაუტოვა, რადგან სეტიდან სეტამდე შედეგს აუმჯობესებდა. ნოვაკმა 17 ეისი ჩააწოდა, შვიდიდან ექვსი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და მხოლოდ 14 უნებლიე შეცდომა დაუშვა. ამრიგად, სერბმა ჩოგბურთელმა 2021 წელი შესანიშნავად დაიწყო, მან ჩატარებული 8 შეხვედრიდან ყველა მოგებით დაასრულა და ეცდება დიდი სლემის მე-18 ტიტული მოიპოვოს.

მეორე ფინალისტის ვინაობა კი 19 თებერვალს გაირკვევა, სადაც ერთმანეთს რუსი დანილ მედვედევი და ბერძენი სტეფანოს ციციპასი დაუპირისპირდებიან.

ნოვაკ ჯოკოვიჩი - ასლან კარაცევი 3:0 (6:3, 6:4, 6:2)

0.113642