ფეხბურთი

22:20 | 17.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

"სევილია" მინამინოთი დაინტერესდა

იაპონიის ეროვნული ნაკრების და "ლივერპულის" თავდამსხმელმა ტაკუმი მინამინომ შესაძლოა კარიერა "სევილიაში" გააგრძელოს. როგორც Fichajes-ი იუწყება, ანდალუსიელები მზად არიან ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ინგლისელებთან მოლაპარაკება აწარმოონ აზიელი დაიმატონ.

მინამინო ამჟამად "საუთჰემპტონშია" განათხოვრებული და "წითლები" მას 10 მილიონ გირვანქა სტერლინგისსანაცვლოდ გაუშვებენ. ტაკუმი "მერსისაიდელებმა" 2019 წლის დეკემბერში დაიმატეს. მიმდინარე სეზონში მინამინომ 19 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ხუთი გოლი და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.120634