კალათბურთი

14:54 | 17.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

რატი ანდრონიკაშვილი ამერიკიდან: რომ არა ტრავმა…(+VIDEO)

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ობიექტური მიზეზების გამო რამდენიმე კალათბურთელი აკლია. ერთ-ერთი ასეთი მოთამაშეა რატი ანდრონიკაშვილი, რომელიც ამერიკის სტუდენტური ლიგის ერთ-ერთ სოლიდურ გუნდ “კრეიტონში” თამაშობს, თუმცა ჯვარედინ მყესებზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ უკვე მე-5 თვეა, მოედანზე ვერ გადის.

ანდრონიკაშვილს რეაბილიტაციის პერიოდი უდგას და მაქსიმალურად ცდილობს, ნელ-ნელა დაიბრუნოს სასურველი ფორმა. საქართველოს ნაკრებში თამაში მისი დიდი სურვილია და რომ არა ტრავმა, თავისი გუნდის კალენდარში ერთკვირიანი თავისუფალი პერიოდის გამო თებერვლის ფანჯრის პერიოდში ნაკრებში ჩამოსვლაზეც ფიქრობდა. რატის zoom-ის საშუალებით ამერიკის შეერთებულ შტატებში კალათბურთის ფედერაცია დაუკავშირდა.

ინტერვიუ იხილეთ ვიდეოში.

0.12174