ფეხბურთი

15:23 | 16.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

პიკე და ბრაიტვეიტი პსჟ-ის წინააღმდეგ მატჩისთვის „ბარსელონას“ განაცხადში მოხვდნენ

მცველი ჟერარ პიკე და თავდამსხმელი მარტინ ბრაიტვეიტი „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის „ბარსელონას“ განაცხადში მოხვდნენ.

დანიელ შემტევს მარჯვენა ფეხის კუნთის პრობლემა ჰქონდა, ესპანელს კი მე-3 ხარისხის შიდა გვედითი ლიგატების და მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესის დაჭიმულობა დაუდასტურდა. პიკეს 2020 წლის ნოემბრის შემდეგ აღარ უთამაშია.

„ბარსელონა“ – „პარი სენ-ჟერმენის“ ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩი დღეს, 16 თებერვალს გაიმართება ბარსელონაში, „კამპ ნოუს“ სტადიომზე და თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.

0.120505