ფეხბურთი

13:56 | 16.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

IFFHS-ის ვერსიით, მოურინიუ 21-ე საუკუნის საუკეთესო მწვრთნელია

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) თავის ოფიციალურ საიტზე 21-ე საუკუნის საუკეთესო მწვრთნელების რეიტინგი გამოაქვეყნა. პირველი ადგილი „ტოტენჰემის“ ამჟამინდელმა დამრიგებელმა, ჟოზე მოურინიუმ დაიკავა.

58 წლის პორუგალიელმა სპეციალისტმა, ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, 2003-04 „პორტუსთან,“ ხოლო 2009-10 წლების სეზონში „ინტერთან“ ერთად.

მოიპოვა უეფას თასი 2002-03 წლების სეზონში ასევე „პორტუში“ მუშაობისას, 2016-17 წლების სეზონში კი ევროპა ლიგა მოიგო „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ერთად.

მეორე ადგილი გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა, იოახიმ ლიოვმა დაიკავა.

მესამე - ალექს ფერგიუსონმა და ხოსეპ გვარდიოლამ გაიყვეს.

ათეულში ასევე მოხვდნენ: არსენ ვენგერი, კარლო ანჩელოტი, ვისენტე დელ ბოსკე, დიეგო სიმეონე, დიდიე დეშამი, მარსელო ბიელსა და ფაბიო კაპელო.

0.115782