ფეხბურთი

13:16 | 16.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტიმო ვერნერმა პრემიერლიგაში 2020 წლის ნოემბრის შემდეგ პირველად გაიტანა

პრემიერლიგის 24-ე ტურის დასკვნით მატჩში ლონდონის „ჩელსიმ“ შინ „ნიუკასლი“ 2:0 დაამარცხა. ანგარიში 31-ე წუთხე ოლივიე ჟირუმ გახსნა. 39-ზე კი ტიმო ვერნერმა მეორე ბურთი გაიტანა.

საინტერესოა, რომ 24 წლის გერმანელმა პრემიერლიგაში 2020 წლის 7 ნოემბრის შემდეგ პირველად გამოიჩინა თავი. ინგლისის ჩემპიონატში მისი უგოლო სერია 14 მატჩის განმავლობაში გაგრძელდა. რაც 1 000 წუთს მოიცავდა.

„მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. გატანაში ის დამეხმარა, რომ ბოლო-ბოლო არის ადამიანი, ვინც გერმანულად დამიყვირებს მოედნის გარედან. ტუხელი კარგი მწვრთნელია და იცის როგორი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ.“ - უთხრა ვერნერმა BBC-ს.

„ჩელსიმ“ 24 ტურის შემდეგ 42 ქულა მოაგროვა და პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა.

0.124306