სხვა

12:17 | 16.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებს თურქეთთან გაუქმებულ მატჩში მოგება ჩაეთვალა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებს როტერდამში მიმდინარე ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირის მეორე ტურში თურქეთთან მოგება ჩაეთვალა. აღნიშნულ გუნდებს შორის დაპირისპირება 15 თებერვალს, თბილისის დროით 23:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა მეტოქე გუნდში კორონავირუსის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა და შეხვედრა გაუქმდა.

დეიან სტანოევიჩის გაწვრთნილმა გუნდმა ტურნირი საბერძნეთთან მატჩით დაიწყეს და დრამატულ ბრძოლაში 1-ქულიანი სხვაობით 10:11 წააგეს, ხოლო მომდევნო შეხვედრას დღეს, კანადის წინააღმდეგ ცაატარებენ. მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი 14 თებერვლიდან 21 თებერვლის ჩათვლით როტერდამში ჩატარდება. საქართველოს ნაკრებმა კი აღნიშნულ შეჯიბრში ასპარეზობის უფლება ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე დაკავებული მე-10 ადგილის წყალობით მოახერხა. ჩვენი გუნდი A ჯგუფში: ბრაზილიასთან, კანადასთან, საბერძნეთთან, მონტენეგროსთან და თურქეთთან ერთად იმყოფება. ამ ექვსი გუნდიდან კი პლეი-ოფში 4 საუკეთესო გავა, რომლებიც ოლიმპიადის საგზურისთვის ბრძოლას გააგრძელებს.

0.102644