“ლოს ანჯელეს კლიპერსის” ფორვარდ ბლეიკ გრიფინი ფიზიკურ ძალადობაშია ეჭვმიტანილი. აღნიშნულ ინფორმაციას NBA-ს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. 25 წლის კალათბურთელს 6 თვით ციხე ემუქრება. საქმის პირველი მოსმენა 8 დეკემბერს გაიმართება. "კლიპერსის” წარმომადგენლებს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.
19 ოქტომბერს “კლიპერი” “დენვერის” მატჩის შემდეგ , “კლიპერსის” კალათბურთელები, მათ შორის გრიფინიც, ლოს ანჯელესის ერთ-ერთ ღამის კლუბში იმყოფებოდნენ. ერთ-ერთმა კლუბში მყოფმა მოქალაქემ, ვინმე დანიელ შუმანმა გრიფინს სურათი გადაუღო. “კლიპერსის” ფორვარდს არ ესიამოვნა, თვალებში რომ მიანათეს. გრიფინი მივიდა შუმანთან კისერში ხელი სტაცა, ტელეფონი წაართვა და სახეში ხელი გაარტყა.