მადრიდის „რეალში“ საკადრო პრობლემები გრძელდება და ზინედინ ზიდანის გუნდს ამჯერად დანი კარვახალი გამოაკლდა, რომელიც „ვალენსიასთან“ შეხვედრაში დაშავდა.
ესპანელმა ფეხბურთელმა მარჯვენა ფეხზე კუნთის ტრავმა მიიღო და მოედანზე გასვლას ორი-სამი თვის განმავლობაში ვერ შეძლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ბერგამოს „ატალანტასთან“ მერვედფინალურ მატჩებს ნამდვილად გამოტოვებს.
კარვახალმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 12 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანა.