ლონდონის „ტოტენჰემმა“ ჩატარებული ბოლო 5 შეხვედრიდან 4 მარცხით დაასრულა, ამ უსიამოვნო სერიის შემდგომ კი უცხოურ მედიაში არაერთხელ დაიწერა იმის შესახებ, რომ თითქოს „მამლების“ ხელმძღვანელობა“ კლუბიდან ჟოზე მოურინიოს დაითხოვდნენ.
The Athletic-ის ინფორმაციით, პორტუგალიალი სპეციალისტის ხელშეკრულებაში კონტრაქტის ნაადრევად შეწყვეტის პირობა არ დევს, ამიტომ მსგავსი რამ გამორიცხულია.
ჟოზემ „ტოტენჰემი“ 2019 წლის ნოემბერში ჩაიბარა და მთავარი მწვრთნელის პოსტზე მაურიციო პოჩეტინო ჩაანაცვლა. 58 წლის სპეციალისტმა ლონდონური კლუბის თავკაცის რანგში 73 შეხვედრა ჩაატარა. მიმდინარე სეზონში მოურინიოს გუნდს 36 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-9 პოზიციაზე იმყოფება.