საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირში ჩაერთო და პირველი შეხვედრა საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა. დეიან სტანოევიჩის გუნდმა მაღალი დონის და ძლიერ მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და 10:11 წააგო.
პირველ ტაიმში ბერძნები დომინირებდნენ და 8:5 მოიგეს, თუმცა, მესამე პერიოდი საქართველოს ნაკრებმა შესანიშნავად ჩაატარა, 5:2 იმარჯვა და შესაბამისად, გადამწყვეტი პერიოდის წინ ანგარიში გაათანაბრა. ყველაფერი ბოლო პერიოდმა გადაწყვიტა, სადაც ერთადრთი გოლი გავიდა და სამწუხაროდ, ის ბერძნებმა გაიტანეს.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩში, 16 თებერვალს, კანადას დაუპირისპირდება. ცნობისთვის, ამავე ჯგუფში არიან ბრაზილია და მონტენეგრო. ტოკიოს ოლიმპიადის საგზურისთვის ჯამში 12 ნაკრები იბრძვის, რომლებიც ორ ჯგუფში არიან განაწილებულნი, ხოლო საგზურს 3 ნაკრები მოიპოვებს.
საქართველო - საბერძნეთი 10:11 (2:3, 3:5, 5:2, 0:1)