ფეხბურთი

20:30 | 14.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის "ლოკომოტივმა" მოსკოვის "ლოკომოტივი" გაანადგურა

თბილისის „ლოკომოტივი“ ესპანეთში შეკრებას აგრძელებს და მოსკოვის „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდა, რომელიც 4:0 გაანადგურა და მოსამზადებელ ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი 32-ე წუთზე ულად ომარ იმრანმა დააწინაურა, რასაც მეორე ტაიმში კიდევ სამი გოლი მოჰყვა. ლისტოვმა ავტოგოლი გაიტანა, ხოლო იმრანმა დუბლი გაიფორმა და მატჩის ბედი გადაწყვიტა.

თამაშის მიწურულს. „ლოკოს“ რიგებში ირაკლი სიხარულიძემაც გამოიჩინა თავი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ვთქვათ ისიც, რომ მოსკოველებმა მეორე გუნდის შემადგენლობით ითამაშეს.

„ლოკომოტივი“ – „ლოკომოტივი“ (მოსკოვი) 4:0 (1:0)

გოლები: 1:0 იმრანი (32), 2:0 ლისტოვი (47, ა.გ), 3:0 იმრანი (55), 4:0 სიხარულიძე (78)

0.121886