კალათბურთი

1:12 | 14.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის ერთადერთი ქულა და მარცხი მადრიდის "რეალთან"

ესპანეთის სამეფო თასის გათამაშებას „ტენერიფე“ გამოეთიშა, რომელიც ნახევარფინალში მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 79:85 წააგო.

გიორგი შერმადინმა პარკეტზე 12:48 წუთი ითამაშა და საკუთარ გუნდს დიდად ვერაფრით დაეხმარა. გიორგიმ მხოლოდ 1 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 1 ორქულიანი ააცილა და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 0 იყო.

„ტენერიფემ“ ესპანეთის თასზე გამოსვლა დაასრულა. ახლა შერმადინი თბილისში ჩამოვა და საქართველოს ნაკრებს სერბეთთან და ფინეთთან მატჩებისთვის შეუერთდება.

0.114482