„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ჟურნალისტებს ჯეიმს მილნერის ტრავმის შესახებ მოუთხრო, რომელიც მან პრემიერლიგის 24-ე ტურში, „ლესტერის“ წინააღმდეგ მატჩში მიიღო (1:3). ის მე-17 წუთზე შეცვალეს.
„კუნთის ტრავმაა. ეს წინასწარი დიაგნოზია. ჯეიმსმა ერთ მომენტში დისკომფორტი იგრძნო და ამიტომ შევცვალეთ, აღარ გავრისკეთ.“ - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს BBC.
მილნერის გარდა „ლივერპულს“ კიდევ 9 ტრავმიერბული მოთამაშე ჰყავს: ვირჯილ ვან დეიკი, ჯო გომესი, ჟოელ მატიპი, ფაბინიო, ნაბი კეიტა, დიოგუ ჟოტა, დივოკ ორიჯი, ბენ დევისი და კიუვინ კელეჰერი.