ავტოსპორტი

3:46 | 13.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფორმულა 1-ის გუნდები ძრავების რეგლამენტის გაყინვაზე შეთანხმდნენ

ფორმულა 1 და მისი გუნდები შეთანხმდნენ, რომ 2021 წლის სეზონის შემდეგ, ძრავების სპეციფიკაციები გაიყინება. შემდეგ კი შემუშავედება ახალი რეგლამენტი, რომელიც 2025 წელს შევა ძალაში.

გუნდბის გარდა, გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს ძრავების მწარმოებლებმა და FIA-ს (საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია) წარმომდგენლებმა. ამ გადაწყვეტილების წყალობით, „რედ ბული“ „ჰონდას“ ძრავებს მას შემდგაც დაიტოვებს, რაც იაპონური კომპანია ფ1-ს დატოვებს (2021 წლის სეზონის შემდეგ).

„რედ ბული“ მზადაა, „ჰონდას“ ძრავები თავად დაამზადოს, მაგრამ აგრეგატის სრულყოფას ვერ შეძლებს. ძრავების რეგლამენტის გაყინვა კი ნიშნავს, რომ აგრეგატის სრულყოფა საჭირო აღარ იქნება და ავსტრიული გუნდი თავისთვის და ნათესავი „ალფატაურისთვის“, ძრავებს თვითონვე დაამზადებს.

ფორმულა 1 ასევე განიხილავს საკვალიფიკაციო ფორმატის შეცვლის მიზანშეწონილებას. ეს შეთავაზება, ჩვეულებრივი კვალიფიკაციის ნაცვლად, სპრინტერული რბოლების ჩატარებას ითვალისწინებს. გუნდებს იდეა მოსწონთ, თუმცა დეტალები ჯერაც შესათანხმებელია. წინასწარი ვარაუდით, ახალ ფორმატს წლევანდელი ჩემპიონატის სამ ეტაპზე გამოცდიან.

ახალი ფორმატის შესაბამისად, კვალიფიკაცია პარასკევისთვის გადაინცვლებს და სამ ეტაპად გაიმართება. შაბათს მოკლე რბოლა ჩატარდება და მისი შედეგების შესაბამისად, მთავარი რბოლის სასტარტო ადგილები განაწილდება.

0.076725