კალათბურთი

10:27 | 13.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ახალი ლეგიონერი საქართველოს ნაკრებში: ლიგა ენდესაში ერთ-ერთი საუკეთესო მექულეა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს ახალი ლეგიონერი ჰყავს - კონერ ფრენკამპი. 25 წლის ამერიკელმა ქართული პასპორტი უკვე მიიღო და თებერვლის უახლოეს ორ მატჩში ილიას ზუროსის განკარგულებაში იქნება. ამის შესახებ ცნობილი ვებგვერდი Euroohops-ი იტყობინება.

ფრენკამპის ევროპული კარიერა 2018 წელს ბულგარულ „ბეროეში“ დაიწყო, ხოლო შემდეგ ბერძნულ „რეტიმნოში“ ითამაშა. 2020 წლის ზაფხულში კონერი ესპანურ „მურსიას“ შეუერთდა და მიმდინარე სეზონში ლიგა ენდესაში 19 მატჩი ჩაატარა. საშუალოდ ის ესპანეთის ჩემპიონატში 16.5 ქულას, 3.8 პასს და 2.4 მოხსნას აგროვებს. 2019 წელს მან საბერძნეთის ჩემპიონატის ყველა ვარსკვლავის მატჩში ითამაშა და ჩემპიონატის საუკეთესო მექულე გახდა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევრობასკეტ 2022-ის შესარჩევი ციკლის ბოლო ორ მატჩში თბილისში 19 და 21 თებერვალს, შესაბამისად საბერძნეთისა და ფინეთის ნაკრებებს უმასპინძლებს და ფრენკამპი ამ მატჩებში საქართველოს ღირსებას დაიცავს. ილიას ზუროსის გუნდს ევროპის ჩემპიონატის საგზური, როგორც მასპინძელს ისედაც მოპოვებული აქვს, მაგრამ მისთვის ფორმალურ ჯგუფს 4 ტურის თავზე უდანაკარგოდ ლიდერობს.

აქვე გეტყვით, რომ ქართულ პასპორტს თად მაკფადენიც ინარჩუნებს და ზუროსი სავარაუდოდ, ევროპის ჩემპიონატზე ერთ-ერთს წაიყვანს.

0.111998