კალათბურთი

0:16 | 13.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების პროგრესი ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის რეიტინგში

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტ 2022-ის შესარჩევ ციკლში მონაწილე ნაკრებების რეიტინგში საქართველოს ნაკრები მე-6 ადგილზე აღზევდა. ფიბამ განახლებული რეიტინგი ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.

რეიტინგი შედგენელია იმ კონკრეტული შედეგების მიხედვით, რომელსაც ნაკრებები ევრობასკეტ 2022-ის შესარჩევ ეტაპზე აჩვენებენ. ილიას ზუროსის გუნდმა აქამდე ჩატარებული ოთხივე მატჩი მოიგო და ნოემბრის შემდეგ ერბაშად 6 პოზიციით დაწინაურდ.

შეგახსენებთ, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს ევრობასკეტის ფინალური ეტაპის საგზური ისედაც მოპოვებული აქვს, მაგრამ შესარჩევ ეტაპზე მაინც მონაწილეობს. მიუხედავად იმისა, რომ ზუროსის გუნდს სატურნირო მოტივაცია არ გააჩნია, მაინც ბრწყინვალედ თამაშობს და უდანაკარგოდ ასპარეზობს.

0.117484