ფეხბურთი

18:28 | 12.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარის მამა: "ჩემმა შვილმა უნდა იტიროს, რადგან თქვენნაირები არსებობენ"

„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელის ნეიმარის მამამ „კაენის“ მწვრთნელს უპასუხა, რომელმაც საფრანგეთის თასის მატჩის შემდეგ, რომელშიც ბრაზილიელმა ტრავმა მიიღო, თქვა, რომ ის ნეიმარს არ უნდა ეტირა.

ამ განცხადებას ნეიმარის მამამ სოციალური ქსელით უპასუხა და ფრანგი სპეციალისტი გააკრიტიკა:

„ის ტირის, რადგან შენნაირი მწვრთნელები არსებობენ, ამ დონის უყურადღებო მსაჯები და გაჩუმებული, მეტისმეტად მიკერძოებული ჟურნალისტები და მშიშარა საფეხბურთო ლიგა. დიახ, მან უნდა იტიროს, მაგრამ ჩემი შვილის, სპორტმესნის ტირილით, ფეხბურთის მაგია კიდევ ერთ ღამეს გაგრძელდება და ამის შემდეგ, როგორც ყოველთვის ის კვლავ ფეხზე წამოდგება გამარჯვებისთვის“, - დაწერა მან.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა ტრავმა „კაენთან“ სათასო მატჩში მიიღო და მოედანზე 4 კვირა ვერ გავა, რის გამოც ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონასთან“ შეხვედრას გამტოვებს.

თეგებინეიმარიპსჟ
0.119819