ფეხბურთი

13:18 | 12.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ლოკომოტივის" ახალი დირექტორი: "კვარაცხელიას გაშვებით აღმაშფოთებელი შეცდომა დაუშვეს"

მოსკოვის „ლოკომოტივს“ ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს ვლადიმირ ლენჩენკო, რომელმაც Sport-express-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და ქართველები ფეხბურთელების, ხვიჩა კვარაცხელიასა და სოლომონ კვირკველიას შესახებ მოკლე კომენტარიც გააკეთა.

ლეონჩენკო მიიჩნევს, რომ კვარაცხელიას დაკარგვა აღმაშფოთებელი შეცდომა იყო, მაგრამ მაშინ კლუბი ასე მუშაობდა.

„კლუბი ასე მუშაობდა, ვეთანხმები, რომ კვარაცხელიას გაშვება აღმაშფოთებელი შეცდომა იყო. გვარს არ დავასახელებ, რომ მაგრამ რთული მდგომარეობა გვაქვს კიდევ ერთ ფეხბურთელთან, რომელიც შეიძლება „ლოკომოტივმა“ დაკარგოს. ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ ეს არ მოხდეს.

კვირკველია? გუნდს ოთხი ცენტრალური მცველი ჰყავს - ჩორლუკა, მურილო, პაბლო და ლისცოვი, რაც გაზაფხულისთვის საკმარისია. შემდეგ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ განვითარდება მოვლენები და რა კანდიდატები გვეყოლება. ჩვენ რუსი მცველები ცოტა გვყავს და ამ მიმართულებით უნდა ვიმუშავოთ“, - განაცხადა ლეონჩენკომ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია მოსკოვის „ლოკომოტივში“ 2019 წლის იანვრიდან ზაფხულამდე თამაშობდა და 10 მატჩში 1 გოლი გაიტანა, ხოლო შემდეგ ყაზანის „რუბინში“ გადავიდა. ამას რუსეთში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და იური სიომინს კლუბის ხელმძღვანელობასთან ხვიჩას დაკარგვის გამო კონფლიქტიც მოუვიდა.

რაც შეეხება კვირკველიას, ის „ლოკომოტივში“ 2017 წლის იანვრიდან გასულ ზაფხულამდე ირჯებოდა და „რკინიგზელთა“ ღირსება 108 შეხვედრაში დაიცვა, 4 გოლი გაიტანა და რუსეთში ყველაფერი მოიგო - ჩემპიონობა, თასი და სუპერთასიც.

0.133052