„სეტონ ჰოლის“ ქართველი ლეგიონერი სანდრო მამუკელაშვილი ამერიკის სტუდენტური ლიგის (NCAA) საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის იბრძვის. ლიგის ხელმძღვანელობამ 30 კალათბურთელი დაასახელა, რომელთა შორის სანდროც შეიყვანეს, კარიერიაში პირველად.
ჯეიმს ნეისმიტის სახელობის ჯილდოსთვის Big East-ის კონფერენციიდან მხოლოდ ოთხი კალათბურთელი იბრძოლებს და ერთ-ერთი მამუკელაშვილია.
ამერიკის სტუდენტური ლიგის საუკეთესო მოთამაშეს 1969 წლიდან ასახელებენ და სხვადასხვა წლებში ისეთ კალათბურთელებს აქვთ მოგებული, როგორებიც ლარი ბერდი, მაიკლ ჯორდანი, ტიმ დანკანი, კევინ დურანტი და ენტონი დევისი არიან.
მიმდინარე სეზონში სანდრო მამუკელაშვილი საშუალოდ 17.9 ქულას, 7.1 მოხსნასა და 3.2 პასს აგროვებს და კარიერაში გამორჩეული სეზონი აქვს.