ფეხბურთი

15:46 | 11.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

რაკიტიჩმა „ბარსელონასთან“ გატანილი გოლი არ აღნიშნა

„სევილიას“ ხორვატმა ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა, ჟურნალისტებს ესპანეთის თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში „ბარასელონას“ დამარცხების (2:0) შემდეგ, თავისი აზრი გაუზიარა.

„დიდებული შედეგია. ბოლომდე ვიბრძოლეთ და ძალიან ბედნიერები ვართ, მაგრამ გარკვეული ჯერ არაფერია. წინ ურთულესი საპასუხო მატჩი გველის ბარსელონაში. ფინალში გასვლა კი ძალიან გვსურს.

ჩემი გოლი არ აღვნიშნე, რადგან „ბარსელონას“ დიდ პატივს ვცემ. იქ ექვსი შესანიშნავი წელი გავატარე.“ - ციტირებს რაკიტიჩის სიტყვებს Marca.

საპასუხო შეხვედრა ბარსელონაში 3 მარტს გაიმართება.

0.117572