ფეხბურთი

15:19 | 11.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიუ: „ევერტონთან“ 4:5 კატა-თაგვობანას ჰგავდა“

ინგლისის თასის მერვედფინალში, დამატებით დროში „ევერტონთან“ მარცხის შემდეგ (4:5), „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიუმ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს თამაში კატა-თაგვობანას ჰგავდა.

„მომეწონა და არც მომეწონა. ბურთს ვფლობდით, ვმოძრაობდით, მომენტებს ვქმნიდით, გოლები გაგვქონდა. მოთამაშეებმა ხასიათი გამოავლინეს. მაგრამ შემტევ ფეხბურთს მაშინ მოაქვს გამარჯვება, როცა ნაკლებად ცდები, ვიდრე ქმნი. ოთხი ბურთი გავიტანეთ, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. როცა ამდენს იტან, უნდა მოიგო.

საწყენი მარცხია. შეცდომა, შეცდომა, შეცდომა, გოლი, გოლი, გოლი...ეს კატა-თაგვობანას ჰგავდა. თაგვი ჩვენი შეცდომები გახლდათ, კატა კი - ჩვენ.“ - ციტირებს პორტუგალიელის სიყვებს BBC.

0.141007