საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, რაიმონ დომენეკმა, „ნანტში“ მხოლოდ თვენახევარს იმუშავა. ის „თუთიყუშების“ დამრიგებლად შარშან 26 დეკემბერს დანიშნეს, მაგრამ ამ ხნის განმავლობში გუნდმა ლიგა 1-ში ერთხელაც ვერ გაიმარჯვა და სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილზეა. ამასთან, ქვეყნის თასის გათამაშებასაც დაემშვიდობა.
მას ანტუან კომბუარე შეცვლის.
დომენეკი საფრანფეთის ეროვნულ გუნდს 2004-10 წლებში თავკაცობდა. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მისი ხელმძღვანელობით „სამფეროვნებმა“ ფინალამდე მიაღწიეს, სადაც იტალიელებთან დამარცხდნენ.