ფეხბურთი

2:34 | 11.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონასთან" მატჩის წინ ნეიმარმა ტრავმა მიიღო

„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელმა ნეიმარმა საფრანგეთის თასზე „კაენთან“ მატჩში ტრავმა მიიღო და 62-ე წუთზე შესაცვლელი გახდა.

ბრაზილიელმა შემტევმა მოედანი კოჭლობით დატოვა და მისი დიაგნოზი სამედიცინო გამოკვლევის შედეგად გახდება ცნობილი. თუმცა, მაურისიო პოჩეტინოსთვის სიტუაცია მაინც საგანგაშოა, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონასთან“ მატჩი კარსაა მომდგარი.

პსჟ „ბარსას“ „კამპ ნოუზე“ 16 თებერვალს ესტუმრება და ჯერჯერობით უცნობია მოასწრებს თუ არა ნეიმარი ხუთ დღეში გამოჯანმრთელებას.

0.11459