ფეხბურთი

23:12 | 10.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

გაიამ გრანდები უარით გაისტუმრა

ესპანეთის ეროვნული ნაკრების და "ვალენსიას" კაპიტანი ხოსე გაია "ვალენსიაში" დარჩება. როგორც Tribana Deportiva იუწყება, გაიამ მადრიდის "რეალის" და ლონდონის "არსენალის" წინადადებებზე უარი განაცხადა და მშობლიურ კლუბში დარჩენა გადაწყვიტა. ხოსე მზადაა "ღამურების" რიგებში კიდევ დიდი ხნით ითამაშოს.

გაია "ვალენსიას" აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში 2014 წელს დააწინაურეს. მას შემდეგ ხოსემ საკლუბო დონეზე 247 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ხუთი გოლი და 27 საგოლე გადაცემა შეასრულა. ესპანეთის ნაკრებში მარცხენა გარემარბს დებიუტი 2018 წელს ჰქონდა და "ფურიაროხას" მაისურით 12 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული.

თეგებიხოსე გაია
0.129725