შვედმა ფეხბურთელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შესაძლოა "მილანთან" კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივოს და გუნდში 2022 წლის ივლისამდე დარჩეს. აღნიშნულ ინფორმაცია Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს. როგორც კლუბის ტექნიკურმა დირექტორმა პაოლო მალდინიმ განაცხადა, თუ იბრა კვლავ ფორმაში იქნება, კლუბი მას ახალ ხელშეკრულებას შესთავაზებს.
ზლატანი მილანში გასული წლის დასაწყისში გადავიდა. მიმდინარე სეზონში იბრაჰიმოვიჩმა ყველა ტურნირზე 17 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 16 გოლი და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. იტალიის ჩემპიონატში შვედმა მეტოქის კარი 14-ჯერ აიღო და ბომბარდირთა დავაში კრიშტიანუ რონალდუს ორი გოლით ჩამორჩება.