ფეხბურთი

0:59 | 10.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

რუმენიგე: "სალაჰი აფრიკელი მესია"

მიუნხენის „ბაიერნის“ თავმჯდომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემ მოჰამედ სალაჰის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ის აფრიკელი მესია.

„ჩემი აზრით, სალაჰი აფრიკელი მესია. რა თქმა უნდა, მას აქვს ყველა საჭირო უნარი, რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდებში ითამაშოს. ის, რასაც სალაჰმა მიაღწია, შეიძლება შედარდეს „ბარსელონაში“ მესის მიღწევებთან ან „რეალში“ რონალდუს მიღწევებთან“, - თქვა რუმენიგემ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში მოჰამედ სალაჰს პრემიერლიგის 22 მატჩში 16 გოლი აქვს გატანილი და 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. მას „წითლებთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება.

0.113861