ავსტრიის ბუნდესლიგის მე-16 ტურში ოთარ კიტეიშვილმა გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელის „შტურმმა“ შინ „რიდი“ 2:1 დაამარცხა. 24 წლის ნახევარმცველმა ამ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა.
მე-9 წუთზე ოთარმა თანაგუნდელისგან კარგი პასი მიიღო და მეტოქის კარში ბურთი ერთი შეხებით დაახლოებით 16 მეტრიდან გადაგზავნა. „რიდმა“ 56-ე წუთზე გაათანაბრა, ხოლო მსაჯის მიერ დამატებულ დროში იუსუფ გაზიბეგოვიჩმა გამარჯვების გოლი გაიტანა - 2:1.
კიტეიშვილს ავსტრიის ბუნდესლიგაში ამ დროისთვის 5 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს მითვლილი (13 მატჩში). „შტურმი“ ლიდერთა შორისაა და 31 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზეა.