ჩოგბურთი

12:21 | 9.02.2021 | ნანახია 0 - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას პირველივე წრეში გამოეთიშა. ქართველი ჩოგბურთელი ამერიკელ ტომი პოლის დაუპირისპირდა და რეიტინგის 53-ე ნომერთან სამ სეტში 4:6, 6:7, 4:6 დამარცხდა.

შეხვედრა 2 საათი და 14 წუთი გაგრძელდა. ნიკამ პირველ სეტში ერთი ბრეიკი დათმო, მეორეში კი გამარჯვებულის ვინაობა ტაიბრეიკმა გამოავლინა, სადაც მან 0:7 წააგო. საერთო ჯამში ბასილაშვილმა 5 ორმაგი შეცდომა დაუშვა და 3 ეისი მოაწოდა.

ამჟამად საქართველოს პირველი ჩოგანი მსოფლიო რეიტინგში მე-40-ე ნომერია. ქართველი ჩოგბურთელი მელბურნში წყვილთა ტურნირშიც ითამაშებს, მისი მეწყვილე კი გერმანელი ანდრე ბეგემანია. ქართულ-გერმანული დუეტი 11 თებერვალს, კოლუმბიურ წყვილს - ხუან-სებასტიან კაბალსა და რობერტ ფარას შეხვდება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.064889
სარეკლამო ადგილი - 99
X x X