ფეხბურთი

2:18 | 9.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

პოლ გასკოინი: "მამაჩემი რომ გარდაიცვალა, საწოლზე დავახტი და მუშტი დავარტყი"

ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა პოლ გასკოინმა გამოცემა The Sun-თან სკანდალური განცხადება გააკეთა. მან თქვა, რომ მამამისს გარდაცვალების შემდეგ მუშტი დაარტყა. ეს 2018 წელს მოხდა.

როგორც პოლმა გაიხსენა, შური იძია ძველი ცოდვებისთვის, რომელიც მან მამას არასდროს აპატია. მათ შორის, „გაზა“ მამამისს ადანაშაულებდა იმაში, რომ მისი მიზეზითი 2010 წელს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იყო გამოკეტილი.

„როდესაც საავადმყოფოში მხოლოდ ჩვენ ვიყავით, ის საწოლში გარდაიცვალა, მე საწოლზე დავხტი და მას მუშტი დავარტყი. ეს იყო ჩემი შურისძიება. შემდეგ იქ დავწექი და 45 წუთი ვეხუტებოდი, ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ის ისევ იქ არის. მომწონდა, როცა მას მსოფლიოს გარშემო ვატარებდი. ჩემი კარიერის დროს ჩემს ოჯახს დავშორდი, მაგრამ მათ ბევრი ფული მივეცი. სახლებში ბევრი ფული დავხარჯე, ბევრი ვიყიდე და ბევრიც ვიქირავე. მამაჩემისთვის დაახლოებით 80 მანქანა, 18 იახტა და რამდენიმე სახლი მაქვს ნაყიდი“, - თქვა გასკოინმა.

შეგახსენებთ, პოლ გასკოინმა ინგლისის ნაკრებში 1988-1998 წლებში 57 მატჩში 10 გოლი გაიტანა. მან საკლუბო კარიერაში „ნიუკასლის“, „ტოტენჰემის“, „ლაციოს“, „რეინჯერსის“, „მიდლსბროს“, „ევერტონის“ ღირსება დაიცვა. გასკოინი, როგორც საფეხბურთო კარიერის განმავლობაში, ისე მისი დასრულების შემდეგ სკანდალში არაერთხელ გახვეულა.

0.115664