5 თებერვალს თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ 36 წლის გახდა. ეს ის ასაკია, როდესაც ბევრ ფეხბურთელს კარიერა დასრულებული აქვს და ვეტერანის სიმშვიდით ტკბება. თუმცა, უბერებელი კრიშტიანუ რონალდუ რა თქმა უნდა სულ სხვა კაცია...
კრიშტიანუმ საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად, სოციალურ ქსელებში ოჯახური ფოტო გამოფინა, რომელსაც რამდენიმე წინადადებიანი კომენტარიც დაურთო. პორტუგალიელი წარსულს იხსენებს და ამბობს, რომ წარსულში არაფერს ნანობს და ყველა კლუბი სადაც კი ადრე უთამაშია, მისთვის დაუვიწყარი იყო.
კომენტარიდან ჩანს, რომ რონალდუ წუხს წლების მატების კვლად, მისი საფეხბურთო კარიერა დასასრულისკენ რომ მიდის, მაგრამ მას არც ეს აშინებს. ბოლოს კი მადლობას უხდის მის მრავალრიცხვან ქომაგებსა და მოტრფიალეებს ერთგულებისთვის და მუდმივი მხარდაჭერისთვის, რაც ნებისმიერი სპორტსმენისთვის ესოდენ მნიშვნელოვანია.