ფეხბურთი

13:18 | 7.02.2021 | ნანახია 857 - ჯერ

რივალდო: "ბარსელონამ" მესის ახალი კონტრაქტით დამატებითი პუნქტი უნდა შესთავაზოს"

კატალონიის „ბარსელონას“ ლეგენდა რივალდომ ყოფილ გუნდს ლიონელ მესის შესანარჩუნებლად ყველა მეთოდის გამოყენებისკენ მოუწოდა. როგორც ბრაზილიელი ამბობს, კლუბმა ყველაფერი უნდა გააკეთოს არგენტინელ შემტევთან კონტრაქტის განახლებისთვის.

„კლუბმა უნდა იმოქმედოს მისი შენარჩუნებისთვის თუ არსებობს ფინანსური რესურსი მასთან გრძელვადიანი კონტრაქტის გასაფორმებლად. ეს შეიძლება შეიცავდეს პუნქტს კლუბში მუშაობის შესახებ პროფესიული კარიერის დასრულების შემდეგ. ასეთმა პუქტმა შეიძლება დააფიქროს ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე. თუმცა, რა თქმა უნდა, მე არ ვიცი ზუსტად, რა სურს მესის და რას აპირებს კარიერის დასრულების შემდეგ. მაგრამ, რაც არ უნდა იყოს მისი როლი, ეს კლუბისთვის სასარგებლო იქნება“, - თქვა რივალდომ.

შეგახსენებთ, ლიონელ მესის „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და ჯერჯერობით მის შესაძლო განახლებაზე ინფორმაცია არ ვრცელდება.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:24 | 07.02.2021
Ginóbili20 (2332)

ისე კი რთული პერიოდი ქონდა მესის და აშკარად გადააგორა , იმ ამბების გამო რაც მოხდა ტიპს წასვლა უნდოდა და არ გაუშვეს. შესაბამისად სეზონის პირველ ნაწილში მოტივაცია ქონდა დაგდებული და ისედაც რთულია მაგის მერე გამოხვიდე და აკეთო ის რასაც წინა სეზონში აკეთებდი. ტიპი კარში ვეღარ ურტყამდა ან ისე ურტყამდა მეკარეს მიუგორდებოდა ხოლმე ბურთი, ჯარიმებზე საუბარიც არიყო , სად ჯანდაბაში უშვებდა.

ეხა დალაგდა ყველაფერი, თვითნაც აშკარად სხვა შემართებით გამოდის, როგორც ჩანს მისი მომავალი 99%–ით გადაწყვეტილი აქ უბრალოდ არ ასაჯაროვებს ჯერ. შესაბამისად დაეტყო მის თამაშსაც და ვხედავთ კიდეც, როგორ მოუმატა, ყოველთვის ყველაზე აქტიურია თამაშს, მიუხედავად იმისა რო გრიზმანიც გამოცოცხლდა და რიგ თამაშებში მაგრად ირჯება, მესის უკვე ჩავარდნილი თამაში აღარ აქვს, რაც ის პერიოდი გადალახა, უბრალოდ ფაქტია და მეტი არაფერი.

21:32 | 07.02.2021
maradona73@bianko-nero (645)

ქვეშაჟვიაა და არსადაც არ წავა, აგერ არგუმენტი

როგორა ხარ ძმაო, რა ხდება ევროპაში ?

01:35 | 08.02.2021
Ginóbili20 (2332)

ბაზარი არაა, რკინის არგუმენტია :დ

კარგად ჩემო ძმაო, თავად როგორ ხარ? ევროპას რაც შეეხება სხვაში გეშლები

21:19 | 07.02.2021
Ginóbili20 (2332)

# KoRBeN DaLLaS #

მესი მოუკლებს იტალიაში ?

40 წლის ხალხი ეჯიბრება ერთანეთს ბომბარდირობაში ისეა იტალიის ჩემპიონატის დონე დაცემული ( სამწუხაროდ) და მესი მოუკლებს იტალიაში და ვერ ითამაშებს ?

ყველაფერი კაი, მარა ასე უარგუმენტოდ რაღაცაზე დაყრდნობით მაინც ხო უნდა იბაზრო, მარა უბრალოდ ეგ გამოწვეულია შენი სხვა დამოკიდებულებებით, რაც იდეაში ბუნებრივიცაა მარა შენგან ძაან გასაკვირია, ადამიანისგან ვისაც ლოგიკურ და შედარებით ობიექტურ მსჯელობაში შეგიძლია შესვლა, მარა მესისთან მიმართებით როგორც მსჯელობ რავიცი, რთულია არგუმენტირებული მსჯელობა.

17:11 | 07.02.2021
maradona73@bianko-nero (645)

არსადაც არ წავა, კობენასი არ იყოს, აგე ვნახავთ ...

14:39 | 07.02.2021
BATIGOLI 9. (4375)

Ras ver itamashebs korben dzmao, eg sheidzleba jamesze an koutinhoze tqva, magram ara mesize. Visac fexburti utamashia dametanxmeba, gasartobad quchashi axlac vtamashob me piradad da mnishveloba ar aqvs, sad ar movxvedrilvar magram chemtvis gansxvaveba ar arsebobs.

14:52 | 07.02.2021
KoRBeN DaLLaS (24851)

უბრალოდ ის არ იქნება, რასაც ბარსაში თამაშით მიაჩვია ხალხი.
ქუჩის ფეხბურთსა და პროფესიონალურს შორის კი ძალიან დიდი განსხვავებაა. მანდ შედარებაც კი ძალიან უცნაურია.

16:54 | 07.02.2021
BATIGOLI 9. (4375)

უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ რაღაც ან იცი, ან არა. ან გამოგდის, ან არა.

14:33 | 07.02.2021
მესი მსოფლიო ჩემპიონია (10512)

რა დროს ეგააა გოათი მესი დეკადის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს დადეთ

ჩახია პენალდო

13:39 | 07.02.2021
KoRBeN DaLLaS (24851)

ფინანსები სხვა თემაა, მაგრამ სუფთა სპორტული თვალსაზრისით ბოლო წლებში მესი ბედნიერი და კმაყოფილი ვერანაირად ვერ იქნება. უკვე წასულიც უნდა იყოს ბარსადან, მაგრამ ხომ ყველამ ვიცით რომ არსებობს ერთადერთი "მაგრამ" ))
ვერ ითამაშებს ეგ სხვაგან, ვერაააა. საწყის თვეებშივე გამოჩნდება მისი რეგრესი. დარწმუნებული ვარ გვარდიოლას სიტიშიც კი ჩაი**ვავს, არადა მაგ გუნდის სტილი თითქოს უფრო ახლოსაა მესისთან.
ერთადერთი პსჟ-ს ვარიანტია. იმხელა დომინაცია აქვთ პარიზელებს საფრანგეთში, რომ მესის სუსტი თამაშის ნიველირება ასე თუ ისე მოხერხდება.

14:41 | 07.02.2021
O. Mertskhali (8101)

ანუ, რონალდუს უნდა მიბაძოს, თუ უნდა ტკბილი სიბერე მოიწყოს, არა? ))
ოჰ, რა ხართ ეს, ლატენტური კრისტინიანისტები )))

14:48 | 07.02.2021
KoRBeN DaLLaS (24851)

რაში უნდა მიბაძოს ?

14:54 | 07.02.2021
O. Mertskhali (8101)

ზედიზედ 8-ჯერ, თუ 9-ჯერ ჩემპიონ გუნდში უნდა გადავიდეს.. ოღონდ, მასეთი მხოლოდ ერთია, სამწუხაროდ )))

15:01 | 07.02.2021
KoRBeN DaLLaS (24851)

აქ დონეზე მაქვს საუბარი და არა ტიტულებზე. სად საფრანგეთი, სად იტალია...
ინგლისში და იტალიაში დარწმუნებული ვარ მოუკლებს. გერმანიაში კი ერთადერთი ბაიერნია მისი შესაფერისი კალიბრის გუნდი, მაგრამ იმათ მენეჯმენტი აქვთ ისეთი, მესიზე არც კი იფიქრებენ ))

15:07 | 07.02.2021
O. Mertskhali (8101)

ისე, დღეს, გერმანია და იტალია, დაახლოებით ერთი დონეა..

15:12 | 07.02.2021
KoRBeN DaLLaS (24851)

გერმანია კი ბატონო. თუმცა სერია ა-ს ყოველთვის ბევრად მეტი ქარიზმა ჰქონდა, ვიდრე ბუნდესლიგას. შესაბამისად ფულიც მეტი ტრიალებდა...
სწორედ მაყუთის ოდენობის გამო ვერ წარმომიდგენია მესი მანდ ))

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.05748
857