კალათბურთი

23:49 | 6.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო მამუკელაშვილის მორიგი გაბრწყინება NCAA-ში (+VIDEO)

ამერიკის სტუდენტურ ლიგაში (NCAA) სანდრო მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლი“ სტუმრად „კონეკტიკუტს“ ესტუმრა და დამაჯერებლად 80:73 დაამარცხა. „პირატებმა“ უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს (9-ქულიანი) და თამაშის გამარჯვებამდე მიყვანა შეძლეს.

ამ გამარჯვებაში მამუკალშვილმა ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო. სანდრომ 36 წუთში 22 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 7-დან 3 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 12-დან 10 საჯარიმო ჩააგდო. 7 მოხსნიდან კი 3 მეტოქის ფარზე ჩაიწერა აქტივში.

„სეტონ ჰოლს“ Big East-ის კონფერენციაში 8 გამარჯვების წილ 5 მარცხი აქვს, ხოლო მთლაინად სეზონში 11 მოგება და 8 წაგება დაუგროვდა. მომდევნო შეხვედრას მამუკელაშვილი და მისი თანაგუნდელები 15 თებერვალს, „მარკეტ იგზლის“ წინააღმდეგ გამართავენ.

0.124831