საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა (IOC) თომას ბახმა პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ვიდეომიმართვით ოფიციალურად მიიწვია რვა ქვეყნის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი და მათი სპორტსმენები.
პეკინი-2022-ის დაწყებამდე ერთი წლით ადრე მოსაწვევები მიიღეს საბერძნეთმა, როგორც ოლიმპიური თამაშების ფუძემდებელმა, ტოკიო-2020-ის მასპინძელმა იაპონიამ, პარიზი-2024-ის მასპინძელმა საფრანგეთმა, მილანი და კორტინა დ'ამპეცოს 2026 წლის ზამთრის თამაშების მასპინძელმა იტალიამ, ლოს ანჯელესი-2028-ის მასპინძელმა აშშ-მ, ასევე ავსტრალიის და ნიგერიის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტებმა, რომლებმაც წინა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, შესაბამისად, ოკეანიიდან და აფრიკიდან ყველაზე მრავალრიცხოვანი დელეგაციები გაგზავნეს.
შემდგომ IOC-მა ოფიციალური მოწვევა გაუგზავნა სხვა წევრ ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებს, მათ შორის - სეოკ-ს.
პეკინი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს 2022 წლის 4-20 თებერვალს უმასპინძლებს.