გრაცის „შტურმი“ ავსტრიის თასის ნახევარფინალში გავიდა და ოთარ კიტეიშვილმა წვლილი საგოლე პასით შეიტანა. გრაცელებმა შინ „ვენას“ 1:0 აჯობეს და გამარჯვების გოლი 63-ე წუთზე იაკობ იანტშერმა გაიტანა.
მას საგოლე გადაცემა კიტეიშვილმა გაუკეთა. ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და 75-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. ნახევარფინლში „შტურმის“ მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა.