სერბეთის ეროვნული ნაკრების და რომის "ლაციოს" ნახევარმცველის სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი იტალიის ჩემპიონატის იანვრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს სერია A-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა დაასახელა.
საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას მოთამაშეებს სტატისტიკური მონაცემების მეშვეობით ანიჭებენ. სერბი "ლაციოს" იანვარში ხუთ მოგებულ მატჩში დაეხმარა და გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო. გასულ თვეს სერგეიმ ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა, თუმცა დაცვასა და თავდასხმაში პროდუქტიულად თამაშობდა და ამიტომაც გამოარჩიეს.
მიმდინარე სეზონში მილინკოვიჩ-სავიჩმა ჩემპიონატში 17 შეხვედრა ჩაატარა, მეტოქეების კარი ოთხჯერ აიღო, ხოლო თანაგუნდელებს ექვსჯერ დაეხმარა გოლის გატანაში.