ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი დაბრუნებასთან ახლოსაა. კვიპროსული მედიის ცნობით, ქართველი ფეხბურთელი გუნდთან ერთად ვარჯიშობს და ლარნაკას აეკ-თან მატჩისთვის ემზადება.
ახლა ქეცბაიამ უნდა გადაწყვიტოს შეიყვანს თუ არა თანამემამულეს სამატჩო განაცხადში. ოქრიაშვილის სეზონის სტარტზე „ანორთოსისისთვის“ დიდი ძალა იყო,მაგრამ ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია.
მიმდინარე სეზონში თორნიკემ კვიპროსის ჩემპიონატში ჩატარებულ 8 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა. "ანორთოსისი" აეკ-ს 6 თებერვალს დაუპირისპირდება.